Saturday, April 22, 2017

  სასწავლო პროექტით სწავლება დამეხმარება რომ სასწავლო პროცესი გავხადო უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი. მოსწავლეებს განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, კვლევა-ძიების, ურთიერთთანამშრომლობის,პრეზენტაციის, პრობლემის გადაჭრის უნარი,
 ჩემთვის აღნიშნული ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, რადგან დამეხმარება ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა გავხადო უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო.

Sunday, April 9, 2017

ტრენინგის მერვე დღეს ვისწავლეთ თუ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს რომ შეძლონ საკუთარი თავის თვითრეგულირება.ვისწავლეთ და შევქმენით მოსწავლისთვის გრაფიკული გამოსახულებები. აღნიშნული დამეხმარება არაქართულენოვან, ნიჭიერ და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან წარმატებულ მუშაობაში.

Saturday, April 8, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღეს განვიხილეთ შეფასების დაგეგმვის ცხრილი,შეფასებისგეგმის ჩეკლისტი. განვიხილეთ, როგორ შევაფასოთ მოსწავლის სწავლა, როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში. ამავე დღეს ვისწავლეთ რამდენად ეფექტურად გამოვიყენო მოსწავლის შეფასების ინსტრუმენტები(რუბრიკები, ჩეკლისტი)
   დღევანდელ ტრენინგზე მიღებული ცოდნა საშუალებას მომცემს სწორად დავგეგმო შეფასების კროტერიუმები და სწორად შევაფასო მოსწავლის ნაშრომი.

Friday, April 7, 2017

ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ თუ როგორ უნდა შევარჩიოთ სასწავლო მიზნის შესაბამისი საუკეთესო ინსტრემენტები,დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციისა და პუბლიკაციის სავარაუდო ნაშრომი ჩვენ მიერ შერჩეული კონკრეტული თემისთვის. ნაშრომის შექმნისას გავითვალისწინეთ რომელი სტანდარტების და მიზნების, მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვების , მაღალი სააზროვნო უნარებისა და 21-ე საუკუნის უნარების განვითარება გვსურს ნაშრომით.



Saturday, April 1, 2017

   ტრენინგის მე-5 დღეს ვიმუშავეთ პორტფოლიოების გაზიარება- უკუკავშირზე. ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი პროექტის პორთფოლიოები . მივიღეთ რჩევები, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ უკეთ განვახორციელო პროექტი.
   ასევე გავეცანით საავტორო უფლებათა ჩამონათვალს გავიგეთ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ დავარღვიოთ საავტორო უფლება. ტრენინგი იყო საინტერესო აქტივობებით დატვირთული.

Sunday, March 26, 2017

 ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ  შეფასების  5 სტრატეგია, თითოეული სტრატეგიის მეთოდები და ინსტრუმენტები, შესწავლილი სტრატეგიები დამეხმარება შევაფასო პროექტი დასაწყისში,  მსვლელობის დროს და დასასრულს. შესწავლილი დამეხმარება სწორად წარვმართო პროექტი და მივაღწიო დასახულ მიზანს.